By
ირაკლი კობახიძე ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და პროფესორ-მასწავლებლებს ხვდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და პროფესორ-მასწავლებლებს ხვდება.
შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში, დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, სადაც თბილისისა და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების შესახებ განათლების რეფორმის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას განიხილავენ.
შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ.
„მივდივართ პრემიერ-მინისტრთან, რომელთანაც იქნება დიალოგი. წარვუდგენთ, რაც აკადემიურ საბჭოს აქვს გადაწყვეტილი, – საინჟინრო დარგების კლასიფიკაციას. ვესაუბრებით და შემდეგ მოგახსენებთ გადაწყვეტილებას“, – განუცხადა დავით გურგენიძემ მედიის წარმომადგენლებს.