By
გეკა გელაძე კატარის ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ საქართველოში კატარის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ალი იუსეფ აბდულრაჰმან ალ-მულასთან შეხვედრა გამართა.
შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და პარტნიორობის პერსპექტივები განიხილეს.
მათივე ცნობით, მინისტრმა ელჩს საქართველოში მისიის დაწყება მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.