ანსამბლ „ბათუმის“ ღონისძიებების გეგმას გაეცნენ
By

ანსამბლ „ბათუმის“ ღონისძიებების გეგმას გაეცნენ

აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე ირმა აბულაძე და კულტურის დეპარტამენტის უფროსი ნათია ბლაგიძე, აჭარის სახელმწიფო ვოკალურ ანსამბლ „ბათუმის“ 2026 წლის ღონისძიებების გეგმას გაეცნენ.

ანსამბლის ხელმძღვანელის ჭაბუკა სურმანიძის განცხადებით, „ბათუმი“ ჩართულია სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებაში.

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 35 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ანსამბლი სოლო კონცერტს გამართავს გერმანიის ქალაქ ლაიფციგში, წმინდა თომას ეკლესიაში. ასევე, ანსამბლი მონაწილეობას მიიღებს სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროგრამებსა და პროექტებში.

შეხვედრის ფარგლებში, ჭაბუკა სურმანიძემ წარმოადგინა ანსამბლ ბათუმის ახალი წევრი – გელა ვადაჭკორია, რომელიც დაინიშნა აჭარის სახელმწიფო ვოკალურ ანსამბლ ბათუმის ქორმაისტერად. გელა ვადაჭკორია არის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, დირიჟორი, არაერთი საერთაშორისო ფესტივალის და კონკურსის პრიზიორი.

 

  • No Comments
  • თებერვალი 10, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *