By
საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ვალესა“ და „კარწახის“ დასაცავ მონაკვეთებზე, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე – 1974 წელს დაბადებული ჯ.დ. და 1994 წელს დაბადებული ი.ე. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს.
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. დაკავებული პირების მიმართ გატარდა საემიგრაციო პროცედურები და ქვეყნიდან იქნენ გაძევებულნი.