აჭარაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ
By

აჭარაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდნენ

ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძესთან და აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციასთან ერთად, აჭარაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა.

მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე პირადად მოისმინეს დევნილთა საჭიროებები და განიხილეს მხარდაჭერის ის მიმართულებები, რომელთა განხორციელებასაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლება უზრუნველყოფს.

გიორგი ჯინჭარაძემ დევნილ მოსახლეობას აფხაზეთის მთავრობის პროგრამების ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ წელს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ბათუმის მერის გიორგი ცინცაძის თქმით, დევნილ მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია. როგორც მან აღნიშნა, ბათუმის მერია აქტიურად განაგრძობს მუშაობას დევნილი ოჯახების ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიმართულებით.

  • No Comments
  • თებერვალი 10, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *