თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოითქვა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფიცერ დეივ ჰედლესტონს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს არსებული და სამომავლო საპოლიციო თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მიესალმება პარტნიორობის გაღრმავებას უწყების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით და იმედი გამოთქვა, რომ მხარეთა ერთობლივი მუშაობით, ორმხრივი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო ინტენსიურად წარიმართება.
შსს-ს ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების ოფიცერმა ალექსანდრე დარახველიძეს არსებული მრავალწლიანი ნაყოფიერი პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა და თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.