ნიკა ეგაძემ ფინალის საგზური მოიპოვა
By

ნიკა ეგაძემ ფინალის საგზური მოიპოვა

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, რომელსაც იტალიის ქალაქები – მილანი და კორტინა მასპინძლობს, გუშინ შეჯიბრებები ფიგურულ ციგურაობაში გაგრძელდა. ქართველი გულშეტკივარი, რა თქმა უნდა, ნიკა ეგაძის გამოსვლას ელოდა.

ნიკა 29 მონაწილეს შორის 26-ე ნომრად გამოვიდა. მოკლე პროგრამაში ოთხმაგი ნახტომის შესრულებისას შეცდომა დაუშვა, რის გამოც მსაჯებისგან 85,11 ქულა მიიღო. აქედან 45,85 ქულა მან ტექნიკური ელემენტებისთვის დაიმსახურა, ხოლო 39.26 კი პროგრამული კომპონენტებისთვის. აღსანიშნავია, რომ ნიკას პირადი რეკორდი 95. 67 ქულაა. ნიკამ მეთხუთმეტე ადგილი დაიკავა, რაც მნიშვნელოვანი შედეგია, რადგანაც მან ფინალის საგზური მოიპოვა. მედლებისთვის 24 მოციგურავე იბრძოლებს.

ფინალური შეჯიბრების წინ, პირველი სამეული ასე გამოიყურება – ამერიკის შეერთებული შტატები (108,16 ქულა), იაპონია (103,7) და საფრანგეთი (102.55).

თავისუფალი პროგრამა 13 თებერვალს გაიმართება, დღეს კი საქართველოს წარმომადგენლების – გლებ სმოლკინისა და დიანა დევისის წყვილი სპორტულ ცეკვებში იასპარეზებენ.

როგორც ყოველთვის, სპორტსმენთა გამოსვლას თვალი შეგიძლათ საქართველოს პირველ არხზე მიადევნოთ – პირდაპირი რეპორტაჟები 22 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

წარმატება ვუსურვოთ ჩვენს სპორტსმენებს.

 

მანანა ძიძიშვილი

 

  • No Comments
  • თებერვალი 11, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *