შეხვედრა – ბსუ-ში
By

შეხვედრა – ბსუ-ში

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი აფხაზეთის  მთავრობის წევრებთან და სხვა პირებთან ერთად, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ტიტე აროშიძეს და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრს  მაია ხაჯიშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამშვიდობო სწავლების ცენტრის შექმნასთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები განიხილეს, ისაუბრეს ცენტრის მნიშვნელობაზე, მის როლზე სამშვიდობო პოლიტიკის გააქტიურებაში და ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდაზე.

  • No Comments
  • თებერვალი 12, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *