By
სატრანპორტო მოძრაობა შეიზღუდება
საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 თებერვლის 00:00 საათიდან 14 თებერვლის 00:00 საათამდე სატრანპორტო მოძრაობა შეიზღუდება ნადიმ ნიჟარაძის ქუჩაზე, ავტობანის ხიდიდან მაიაკოვსკის ქუჩამდე მონაკვეთში.
სამუშაოები ითვალისწინებს გზის სავალი ნაწილის განახლებას.
შეზღუდვის პერიოდში №2 და №2ა მუნიციპალური ავტობუსები თაბუკაშვილისა და ნიჟარაძის ქუჩების კვეთაში დაასრულებს მოძრაობას.
ბათუმის მერია ბოდიშს იხდის შექმნილი დისკომფორტის გამო.