პროგრამით 25 000-მდე ბენეფიციარი ისარგებლებს
By

პროგრამით 25 000-მდე ბენეფიციარი ისარგებლებს

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი 2026 წელს 15 პრევენციულ პროგრამას განახორციელებს. ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი პროგრამების განხორციელებაში ჩართულ ბათუმის სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს შეხვდა,

უწყების ინფორმაციით, წლის განმავლობაში, პროგრამით 25 000-მდე ბენეფიციარი ისარგებლებს. ყველა მომსახურება უფასოა და გათვალისწინებულია აჭარის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობისთვის.

შეხვედრაზე განიხილეს პროგრამების განხორციელების წესი, ადმინისტრაციული და ორგანიზაციული მექანიზმები, ასევე, სამედიცინო დაწესებულებების როლი მათ ეფექტიან შესრულებაში. ყურადღება გამახვილდა მომსახურების ხარისხზე, ხელმისაწვდომობასა და ბენეფიციართა დროულ ჩართულობაზე.

რუსუდან შავიშვილის განცხადებით, პროგრამების მთავარი მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა, დაავადებების პრევენცია და ადრეული გამოვლენა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებების რისკს და აუმჯობესებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მაჩვენებლებს.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი სამედიცინო დაწესებულებებთან მჭიდრო თანამშრომლობით განაგრძობს მუშაობას, რათა პროგრამები მაქსიმალურად ეფექტიანად და უწყვეტად განხორციელდეს.

  • No Comments
  • თებერვალი 13, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *