წარმატებული მწვრთნელები და სპორტსმენები დააჯილდოვეს
ქართული ჭიდაობა უკვე პოპულარულია აჭარის დაბებსა და სოფლებში. ეროვნული სპორტის დამკვიდრებაში მოკრძალებული წვლილი შეაქვს საქველმოქმედო ორგანიზაციას „ფონდი შუბანი“. მათი ინიციატივით, ქართულ ჭიდაობაში შუბნის თემის 2025 წლის წარმატებული მწვრთნელები: გელა ზოიძე, რიჩარდ ფუტკარაძე და სპორტსმენები: ლუკა ფუტკარაძე, ლუკა ბაკურიძე, გია ცეცხლაძე, საბა ებრალიძე და ანრი თავდგირიძე ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.
მათ ჯილდოები აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯემალ წულუკიძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, საქველმოქმედო ორგანიზაცია „ფონდი შუბანის“ გამგეობის თავმჯდომარე დავით ცეცხლაძემ, ფონდის გამგეობის წევრმა გოჩა ბერიძემ, შუბნის სკოლის დირექტორმა ტარიელ ფუტკარაძემ გადასცეს.
ღონისძიება გაიმართა ტარიელ ფუტკარაძის სახელობის შუბნის საჯარო სკოლაში. მოსწავლეებმა დამსწრეთ წარუდგინეს მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია დავით IV აღმაშენებლის ცხოვრების, სახელმწიფოებრივი ხედვისა და ისტორიული ღვაწლის შესახებ.
შეხვედრის ფარგლებში, სოფლის ნორჩმა ფალავნებმა (მწვრთნელი-რიჩარდ ფუტკარაძე) წარმოადგინეს ქართული ჭიდაობის ილეთები.
ცოტნე ცაბაძე
გალერეა

