მარკო რუბიო – ვფიქრობ, ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნჰენის კონფერენციას დაესწრება და მისი ნახვის შანსიც იქნება
By

მარკო რუბიო – ვფიქრობ, ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნჰენის კონფერენციას დაესწრება და მისი ნახვის შანსიც იქნება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, სავარაუდოდ, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

„ვფიქრობ, ის იქ იქნება და მისი ნახვის შანსიც იქნება. ვფიქრობ, ეს ჩემს გრაფიკშია, 100%-ით დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ასე მოვიქცევით“, – განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს მიუნჰენში გამგზავრებამდე.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, რუბიომ განაცხადა, რომ ეს საშინელებაა.

„ეს ომია. სწორედ ამიტომ გვინდა ომის დასრულება. ხალხი იტანჯება. წელიწადის ყველაზე ცივი დროა. წარმოუდგენელია. სწორედ ეს არის ომების პრობლემა. სწორედ ამიტომ არის ომები ცუდი და სწორედ ამიტომ ვმუშაობდით ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რათა ეს საკითხი ბოლომდე მიგვეყვანა“, – განაცხადა რუბიომ.

შეგახსენებთ, მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენცია 13-15 თებერვალს იმართება.

 

  • No Comments
  • თებერვალი 13, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *