By
პარტნიორებმა უკრაინის მხარდაჭერისთვის უდიდესი ბიუჯეტი დაამტკიცეს
„რამშტაინის“ შედეგად პარტნიორებმა უკრაინის მხარდაჭერისთვის ერთ-ერთი უდიდესი ბიუჯეტი დაამტკიცეს – 38 მილიარდი აშშ დოლარი 2026 წლისთვის. 6 მილიარდზე მეტი დახმარების კონკრეტულ პაკეტებშია, მათ შორის 2.5 მილიარდზე მეტი უკრაინული დრონებისთვის, 500 მილიონზე მეტი PURL-ისთვის, 2 მილიარდი საჰაერო თავდაცვაზე და ასევე, საარტილერიო საბრძოლო მასალაზე, მომზადებაზე, საზღვაო შესაძლებლობებსა და სხვა მიმართულებებზე“, – წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიხაილ ფედოროვი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, უკრაინა რიგ ევროპელ პარტნიორებთან შეთანხმდა, რომ მათ თავისი საწყობებიდან სასწრაფოდ მიაწოდონ უკრაინას რაკეტები Patriot სისტემებისთვის. ფედოროვი აღნიშნავს, რომ მათი საბოლოო რაოდენობა შესაბამისი ქვეყნების მთავრობებთან საბოლოო შეთანხმების შემდეგ იქნება ცნობილი.