ქვაფენილი ასფალტის საფარით 16 ქუჩაზე ჩანაცვლდება
By

ქვაფენილი ასფალტის საფარით 16 ქუჩაზე ჩანაცვლდება

ბათუმში ქვაფენილიანი ქუჩებისა და მონაკვეთების რეაბილიტაცია იწყება. არსებული ქვაფენილი ასფალტის საფარით 16 ქუჩაზე ჩანაცვლდება.

მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სრულად მოეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები, საფეხმავლო და ველობილიკები.

სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, ერთი კვირის განმავლობაში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება ლუკა ასათიანის ქუჩაზე, მემედ აბაშიძის ქუჩიდან გორგილაძის ქუჩამდე მონაკვეთში და კოტე მარჯანიშვილის ქუჩაზე, დემეტრე თავდადებულის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთში.

აღნიშნულ ნაწილში რეაბილიტაციის დასრულების შემდგომ სამუშაოები სხვა მონაკვეთზე გადაინაცვლებს.

  • No Comments
  • თებერვალი 16, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *