„საქპატენტის“ თავმჯდომარე ბათუმის №14 საბავშვო ბაღს ეწვია
By

„საქპატენტის“ თავმჯდომარე ბათუმის №14 საბავშვო ბაღს ეწვია

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ბათუმის №14 საბავშვო ბაღს ეწვია. შეხვედრაზე მან ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორ დალი ფუტკარაძეს 2–6 წლამდე ასაკობრივი ჯგუფებისთვის განკუთვნილი 275 ერთეული დამტკიცებული კურიკულუმის სახელმძღვანელო და 100 ერთეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტების გზამკვლევი გადასცა.

ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, მასალები მოქმედი კანონმდებლობისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში მოქმედი ავტორიზაციის სტანდარტებით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით შემუშავდა, რაც საბავშვო ბაღებში საგანმანათლებლო პროგრამების სრულფასოვან და ეფექტიან განხორციელებას, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტით განსაზღვრული შედეგების მიღწევასა და ბავშვთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

შეხვედრა „საქპატენტსა“ და ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებას შორის 2025 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა.

  • No Comments
  • თებერვალი 16, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *