ფერმერთა ხელშეწყობის მიზნით
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ „აგროსერვის ცენტრის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მირზა სუქნიშვილმა ქედის მუნიციპალიტეტში ფერმერებს, საჯარო მოხელეებს, საზოგადოების წარმომადგენლებს „აგროსერვისცენტრის“ 2026 პროგრამები გააცნო.

მან დეტალურად ისაუბრა დაგეგმილი მხარდაჭერის მექანიზმებზე, რომლებიც სოფლის მეურნეობის განვითარებას, წარმოების ზრდასა და ფერმერთა ხელშეწყობას ისახავს მიზნად. წარდგინებას ესწრებოდნენ „აგროსერვისცენტრის“ დირექტორის მოადგილე ლერი ტუნაძე, სანერგე მეურნეობების პროგრამების ხელმძღვანელი ლაშა მელაძე და ქედის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები.
– ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ პროგრამები იყოს თქვენზე მორგებული, რეალურ საჭიროებებზე დაფუძნებული და შედეგზე ორიენტირებული. სწორედ ამიტომ, შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა, რათა თითოეული საკითხი დეტალურად განგვეხილა,- თქვა მირზა სუქნიშვილმა.
ცოტნე ცაბაძე