By
8 მაისი საქართველოში ღვინის ეროვნულ დღედ გამოცხადდა
მთავრობამ ღვინის ეროვნული დღე დააწესა. ამის სესახებ განკარგულებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს. განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ღვინის ეროვნული დღე ყოველ წელს 8 მაისს აღინიშნება.
„ქართული ღვინის, როგორც ქვეყნის იდენტობისა და უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის, ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და მასთან დაკავშირებული ტრადიციების წარმოჩენის მიზნით: ა) დაწესდეს „ღვინის ეროვნული დღე“; ბ) „ღვინის ეროვნული დღე“ აღინიშნოს ყოველი წლის 8 მაისს“, – ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში, რომელიც 12 თებერვლით თარიღდება.