პირველობა – ჯანსაღ ორჭიდში
By

პირველობა – ჯანსაღ ორჭიდში

აჭარის ვეტერანთა სპორტის ფედერაციის (პრეზიდენტი  შალვა ტაბაღუა) ინიციატივითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით, ღია პირველობა ჩატარდა  ჯანსაღ ორჭიდში ვეტერანთა შორის – შაშსა და მაგიდის ჩოგბურთში, რომელშიც ყველა მსურველს შეეძლო მონაწილეობის მიღება.

როგორც შალვა ტაბაღუამ აღნიშნა, ასეთი  სახის შეჯიბრი არა მხოლოდ ჯდომით, არამედ სპორტის მოძრავ სახეობებსაც მოიცავს.

შაშში საპრიზო ადგილებზე  გავიდნენ: თამარ ხოზრევანიძე, სვეტლანა შვედი,  ნინო აბაშიძე,  ტარიელ ტაბაღუა, ლეონიდ გაბაი, ოთარ დოჭვირი.

მაგიდის ჩოგბურთში კი პირველი-მესამე ადგილები მოიპოვეს: სვეტლანა შვედმა, ნატალია ბაურმა, მედეა ბიბილეიშვილმა, ოთარ დოჭვირმა, ტარიელ ტაბაღუამ, იასონ კამკიამ.

ორივე შედეგის მიხედვით, ჯანსაღი ორჭიდის აბსულუტური ჩემპიონები და პრიზიორები გახდნენ:  სვეტლანა შვედი, თამარ ხოზრევანიძე, ნინო აბაშიძე, ტარიელ ტაბაღუა, ოთარ დოჭვირი, იასონ კამკია.

შეჯიბრების მთავარი მსაჯი შალვა ტაბაღუა იყო.

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • თებერვალი 16, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *