აჭარის კულტურის მინისტრი სალოტბარო სკოლების წარმომადგენლებს შეხვდა
By

აჭარის კულტურის მინისტრი სალოტბარო სკოლების წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძე ბათუმის, ქობულეთის, ქედისა და შუახევის სალოტბარო სკოლების წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მინისტრი დეტალურად გაეცნო სკოლების სტრუქტურას, სასწავლო პროგრამებს, არსებულ საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებს.

მინისტრის განცხადებით, სამინისტრო აქტიურად განაგრძობს მუნიციპალიტეტებში მოქმედი სალოტბარო სკოლების მხარდაჭერასა და გაძლიერებას. მისი თქმით, აღნიშნული სკოლები განსაკუთრებულ მისიას ასრულებენ – ისინი იცავენ და მომავალ თაობებს გადასცემენ უნიკალურ ქართულ მრავალხმიანობასა და ტრადიციულ გალობას, რაც ქვეყნის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის უმნიშვნელოვანესია. მან ასევე, განსაკუთრებულად აღნიშნა ცნობილი ლოტბარისა და ფოლკლორისტის ანზორ ერქომაიშვილის ღვაწლი სალოტბარო სკოლების დაფუძნების საქმეში.
შეხვედრაზე იმსჯელეს წელს აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებული სალოტბარო სკოლების ერთობლივი კონცერტის გამართვასა და საზაფხულო ფოლკლორული ბანაკის ორგანიზებაზე.
ლოტბარებმა და რეგენტებმა მინისტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და გამოთქვეს მზადყოფნა, აქტიურად ჩაერთონ სამინისტროს ინიციატივით დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებში.

  • No Comments
  • თებერვალი 17, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *