By
შუახეველი მოჭიდავის წარმატება
13-15 თებერვალს ქუთაისში გაიმართა ჯემალ კოსტავასა და ილია ბობოხიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი რესპუბლიკური ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.
შეჯიბრებაში წარმატებით იასპარეზა შუახევის სპორტული ცენტრის მოჭიდავე ნიკოლოზ ივანაძემ (მწვრთნელი ნუკრი ივანაძე), რომელმაც 32 წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა.
ნიკოლოზი ჯერ 13 წლისაა და ახალი მიღწევების მოლოდინშია.
თამაზ მგზავრიძე