By
მოძრაობა შეიზღუდება
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქვაფენილიანი ქუჩებისა და მონაკვეთების რეაბილიტაციის ფარგლებში, 18 თებერვლიდან ერთი კვირის განმავლობაში, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, მემედ აბაშიძის ქუჩიდან ზურაბ გორგილაძის ქუჩამდე მონაკვეთში.

რეაბილიტაციის ფარგლებში, არსებული ქვაფენილი ასფალტის საფარით 16 ქუჩაზე ეტაპობრივად ჩანაცვლდება. პროექტის ფარგლებში, სრულად მოეწყობა მიწისქვეშა კომუნიკაციები, საფეხმავლო და ველობილიკები.