„სავანის“ ბენეფიციარებთან
ბათუმში არსებულ მოხუცებულთა თავშესაფარ „სავანეს“ აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის თავმჯდომარე ბიჭიკო ბოლქვაძე, თავმჯდომარის მოადგილე აკაკი მახარაძე, გამგეობის წევრები ოთარ ( თემურ) მჟავანაძე, ა(ა)იპ „მწიგნობარის“ დირექტორი მანანა წულუკიძე, მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად სტუმრობდნენ.

სივრცე, რომელიც ხშირად სევდისა და ფიქრების თავშესაფარია, ამ დღეს ხალისით აივსო. როცა მოსწავლეები გვანცა სურმანიძე, ანამარია კვიციანი, ილია საფარიძე, ანა ნაკაშიძე და დათა ფასანიძე ლექსებს კითხულობდნენ, „სავანის“ ბენეფიციარებმა განვლილი წლები გაიხსენეს და მოგონებებში გარდასახეს. მათთვის მუსიკალური ნომრები შეასრულეს ჯგუფ „სიმთა ენის“ წევრებმა ლიზი ჯაფარიძემ და გუკა ჩადუნელმა. „სავანის“ ბენეფიციარებს კავშირის ხელმძღვანელებმა საჩუქრები გადასცეს და პროდუქტები დაუტოვეს. ქველმოქმედება შპს „ნელას ბაზრის“ დირექტორმა თორნიკე მელაძემ გასწია.

– ეს იყო ადამიანური თანაგძნობისა და თაობათა შეხვედრის დღე. მომავალი შეხვედრის იმედით დავტოვეთ „სავანის“ ბენეფიციარები. მადლობა ადმინისტრაციას ასეთი თბილი დახვედრისთვის, მადლობა, რომ აბედნიერებენ იქ მყოფ ადამიანებს,- გვითხრა ბიჭიკო ბოლქვაძემ.
ცოტნე ცაბაძე