By

ანასტასია გუბანოვა მოკლე პროგრამით მეექვსე ადგილზეა

მილანსა და კორტინაში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურულ ციგურაობაში  შეჯიბრებები დასასრულს უახლოვდება. გუშინ ანასტასია გუბანოვამ მოკლე პროგრამა წარადგინა და ქალთა შორის მეექვსე ადგილი დაიკავა. მან შესანიშნავად წარმოაჩინა თავი – თავის კარიერაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ გამოსვლა სერიოზული შეცდომების გარეშე დაასრულა და მსაჯებისგან 71,77 ქულა მიიღო. აქედან  38,28 ტექნიკური ელემენტებისთვის, 33,44 ქულა კი პროგრამული კომპონენტებისთვის დაიმსახურა. ეს მაშინ, როცა მანამდე მისი საუკეთესო მაჩვენებელი  69,81 ქულა იყო. ამ შედეგით გუბანოვა მეექვსე ადგილზე გავიდა და ის თავისუფალ პროგრამას ლიდერ ექვსეულ ქალთა შორის წარადგენს.

პირველი გამოსვლის შემდეგ, 78, 71 ქულით იაპონელი ლიდერობს.

ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ქალები თავისუფალი პროგრამით 19 თებერვალს, 22 საათიდან გამოვლენ, რომელსაც  საქართველოს პირველი არხი პირდაპირი რეპორტაჟით შემოგვთავაზებს.

 

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • თებერვალი 18, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *