პრემიერი: ივანიშვილის დამსახურებაა, რომ საქართველომ შეინარჩუნა მშვიდობა
By

პრემიერი: ივანიშვილის დამსახურებაა, რომ საქართველომ შეინარჩუნა მშვიდობა

„2011 წელს არავის სჯეროდა, რომ არჩევნების გზით რეჟიმის შეცვლა შესაძლებელი იყო. თუმცა, რაც ყველას შეუძლებელი ეგონა, ის ბიძინა ივანიშვილმა გროსმაისტერული გათვლებით და სვლებით გახადა შესაძლებელი“, – აღნიშნულია მილოცვაში, სადაც პრემიერ-მინისტრი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს იუბილეს ულოცავს.

„ზუსტად ასეთივე გამორჩეულ ქვეყნის სიყვარულს და სიბრძნეს მოითხოვდა 2022 წლის შემდეგ საქართველოს გადარჩენა მოვლენების იმგვარი განვითარებისგან, რომელმაც უკრაინას ეგზისტენციალური პრობლემები შეუქმნა. ამ შემთხვევაშიც, იმ უმძიმეს ზეწოლასთან და შანტაჟთან დაპირისპირება, რომელიც ჩვენი ქვეყნის და პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ ხორციელდებოდა, მოითხოვდა, ერთი მხრივ, სამშობლოს განსაკუთრებულ სიყვარულს და მისთვის თავდადებას, ხოლო, მეორე მხრივ, გამორჩეულ სიბრძნეს და ინტელექტს. ის, რომ ურთულეს პერიოდში, გასული 4 წლის განმავლობაში, საქართველომ შეინარჩუნა მშვიდობა, განაგრძო სწრაფი ეკონომიკური ზრდა და პრინციპულად განიმტკიცა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა“, – აღნიშნულია მილოცვაში.

 

  • No Comments
  • თებერვალი 18, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *