By
უნებართვო ობიექტის დემონტაჟი მიმდინარეობს
გუშინ, გვიან ღამით, თევზის ბაზართან ერთ-ერთი რესტორნის დემონტაჟი განხორციელდა. ობიექტი არ ფუნქციონირებდა. მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია.
„სხვადასხვა მედიასაშუალებამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს ე.წ. თევზის რესტორნების დემონტაჟი ხორციელდება. მოგახსენებთ, რომ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ, მიმდინარეობს სახელმწიფო ტერიტორიაზე განთავსებული უნებართვო ობიექტის დემონტაჟი. ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია მოქმედებს კომპეტენციისა და კანონის სრული დაცვით“, – აღნიშნულია ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.