რიჩარდ ფუტკარაძე ჩემპიონია
By

რიჩარდ ფუტკარაძე ჩემპიონია

რიჩარდ ფუტკარაძე შუახევის რაიონის შუბნის ტარიელ ფუტკარაძის სახელობის საშუალო სკოლის კურსდამთავრებულია. ქართული ჭიდაობის მიმდევრები მას წარმატებულ სპორტსმენად და მწვრთნელად იცნობენ. მისი აღზრდილები ქართულ ჭიდაობაში რეგიონულ პირველობებზე, რესპუბლიკურ და საერთაშორისო ტურნირებზე საპრიზო ადგილებს იკავებენ. სპორტულ სარბიელზე საქმიანობას საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვისტის მოვალეობასაც უხამებს.

ქართული ჭიდაობა ქვეყნის თავდაცვის ძალებშიც პოპულარული ხდება. რიჩარდმა აქაც სცადა ბედი და 81-კილოგრამიან წონით კატეგორიაში თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებს შორის გამართული ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

– ეს პირველია, როცა აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის დიდების ნაკრების წევრმა, საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვისტმა რიჩარდ ფუტკარაძემ თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებს შორის გამართულ ჩემპიონატზე, მაღალი კონკურენციის პირობებში, დამაჯერებლად იასპარეზა და ქართულ ჭიდაობაში ოქროს მედალი მოიპოვა. აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაცია ულოცავს მას გამარჯვებას და უსურვებს ახალ წარმატებებს როგორც სპორტულ, ისე პროფესიულ სარბიელზე, – გვითხრა აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯემალ წულუკიძემ.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • თებერვალი 19, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *