შეხვედრა ქობულეთის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან
By

შეხვედრა ქობულეთის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე ქობულეთში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და სამინისტროს მიმდინარე პროგრამები, სამომავლო ხედვები და პრიორიტეტები გააცნო.

სამინისტროს ინფორმაციით, დემოგრაფიული პოლიტიკის ფარგლებში, სამინისტრო ახორციელებს მიზნობრივ პროგრამებს, რომლებიც ოჯახების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამაა უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა, რომლის დახმარებით დაიბადა 68 ბავშვი.

ფინანსური მხარდაჭერა გათვალისწინებულია ასევე, ახალშობილი ტყუპების ოჯახებისთვის, 16 წლამდე ასაკის ბავშვების მქონე ოჯახებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მშობლებისთვის. პროგრამებით ყოველწლიურად 2 500-ზე მეტი ბენეფიციარი სარგებლობს და ბიუჯეტიდან 5 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა.

შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ცეცხლაძე. შეხვედრაზე ასევე, წარმოდგენილი იყო აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიმდინარე წლის პროგრამები, რომლის შესახებ ინფორმაცია მონაწილეებს დირექტორის მოადგილე ნონა ეფაძემ გააცნო.

  • No Comments
  • თებერვალი 19, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *