By
დაბა ჩაქვში ხანძარი ლიკვიდირებულია
ქობულეთში, დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე, ხანძარი ლიკვიდირებულია. დაახლოებით 5 საათი აქრობდნენ ცეცხლს მეხანძრე-მაშველები. ცეცხლი გუშინ საღამოს, ეკალ-ბარდებს გაუჩნდა. ხანძრის ქრობის პროცესს ქარი აფერხებდა, რის გამოც, იყო საშიშროება, ცეცხლი დასახლებულ ადგილებში გავრცელებულიყო. ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო ჯგუფი, თუმცა ძლიერი ქარის გამო ცეცხლის კერების ჩაქრობა ვერ ხერხდებოდა. მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.