ფრიდრიხ მერცი გონივრული და ჰუმანიტარული არგუმენტები პუტინს ვერ დაარწმუნებს – ეს მწარე სიმართლეა
By

ფრიდრიხ მერცი გონივრული და ჰუმანიტარული არგუმენტები პუტინს ვერ დაარწმუნებს – ეს მწარე სიმართლეა

უკრაინაში ომის მოლაპარაკებების გზით სწრაფად დასრულების შანსები, პრაქტიკულად, არ არსებობს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.

„ჩემი აზრით, ეს ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც ერთ-ერთი მხარე გამოიფიტება სამხედრო თუ ეკონომიკური თვალსაზრისით. გონივრული და ჰუმანიტარული არგუმენტები პუტინს ვერ დაარწმუნებს. ეს მწარე სიმართლეა“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

ამიტომ, მისი თქმით, ევროპის მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ რუსეთის სახელმწიფომ ვერ გააგრძელოს ომი სამხედრო თვალსაზრისით და ვერ გააგრძელოს მისი ეკონომიკური დაფინანსება.

მისი თქმით, რუსეთი ამჟამად „ღრმა ბარბაროსობის მდგომარეობაში“ იმყოფება.

„ამჟამად ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ იმყოფება ეს ქვეყანა ღრმა ბარბაროსობის მდგომარეობაში. ეს უახლოეს მომავალში არ შეიცვლება და ამას უნდა შევეგუოთ“, – აღნიშნა მერცმა.

მისი თქმით, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების იმედი არ აქვს.

„როდესაც ამ რეჟიმს და ამ ბრმა ტერორს ვუყურებ, იმედი ნაკლებად მაქვს“, – აღნიშნა მერცმა.

 

  • No Comments
  • თებერვალი 19, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *