კულტურა-მთაში
By

კულტურა-მთაში

აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მახრდაჭერით, პროგრამის „კულტურა მთაში“ ფარგლებში პირველი კონცერტი გაიმართა. ადგილობრივი მაყურებლის წინაშე აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ხორუმი“ წარსდგა.

პროგრამის მიზანია მთიან აჭარაში კულტურული ცხოვრების გააქტიურება, ტრადიციული ავთენტური ილეთ-ნაერთების დაცვა-განვითარება, შემოქმედებითი პროცესების გაძლიერება და მუნიციპალიტეტის კულტურული პოტენციალის ზრდა.

„კულტურა- მთაში“ მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება და მის ფარგლებში, სხვადასხვა კულტურული ღონისძიება გაიმართება. პროექტში ჩაერთვებიან როგორც აჭარის კულტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი ანსამბლები და შემოქმედებითი ჯგუფები, ასევე, მუნიციპალიტეტებში მოქმედი ანსამბლები. პროგრამა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მთიანი აჭარის მუნიციპალიტეტებში კულტურული ცხოვრების გაძლიერებაში.

ღონისძიებას აჭარის კულტურის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობის და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

– პროგრამა „კულტურა მთაში“ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს მთიან აჭარაში კულტურული ცხოვრების გააქტიურების მიმართულებით. მსგავსი ინიციატივები ხელს შეუწყობს ტრადიციული კულტურის დაცვა-განვითარებას, ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას და ადგილობრივი შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენას. მადლობას ვუხდი აჭარის კულტურის სამინისტროს პროგრამის განხორციელებისთვის, – გვითხრა ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • თებერვალი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *