პაველ ჰერჩინსკი – ყულევის პორტზე: ამ ეტაპზე ერთსულოვნება მიღწეული არ არის
By

პაველ ჰერჩინსკი – ყულევის პორტზე: ამ ეტაპზე ერთსულოვნება მიღწეული არ არის

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ყულევის პორტთან დაკავშირებულ საკითხზე განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებისგან ინფრასტრუქტურის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო.
მისი თქმით, აღნიშნული ინფრასტრუქტურა ევროკავშირის წევრი ქვეყნების წუხილის საგანია, თუმცა ქართულმა მხარემ დაარწმუნა, რომ ის სანქციებისთვის გვერდის ასავლელად არ იქნება გამოყენებული.
„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ სანქციების მეოცე პაკეტზე დისკუსია კვლავ მიმდინარეობს და ამ ეტაპზე ერთსულოვნება მიღწეული არ არის. საქართველოს ხელისუფლებისგან მივიღეთ ძალიან დეტალური ინფორმაცია ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით და გვარწმუნებენ, რომ ის არ იქნება გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ასავლელად“, – აღნიშნა ელჩმა.
ჰერჩინსკის განცხადებით, ამ დროისთვის უცნობია, იქნება თუ არა წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი იმისთვის, რომ ყულევის პორტი სანქციების სიაში არ მოხვდეს. „ვერ ვიტყვი, იქნება თუ არა ეს ინფორმაცია საკმარისი წევრი ქვეყნებისათვის, რათა არ მოხდეს კონკრეტული ინფრასტრუქტურის დასანქცირება. იმედი მაქვს, სანქციების მეოცე პაკეტთან დაკავშირებით წევრი ქვეყნები მალე მიაღწევენ ერთსულოვნებას“, – განაცხადა მან.
ელჩის თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს ყურადღებით დაკვირვებას საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების შესრულებაზე.

  • No Comments
  • თებერვალი 24, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *