85 ავტოგასამართი სადგურიდან აღებული ბენზინის 20 და დიზელის 65 სინჯიდან დარღვევა მხოლოდ დიზელის 13 ნიმუშში გამოვლინდა
By

85 ავტოგასამართი სადგურიდან აღებული ბენზინის 20 და დიზელის 65 სინჯიდან დარღვევა მხოლოდ დიზელის 13 ნიმუშში გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი საავტომობილო საწვავის ხარისხს რეგულარულად ამოწმებს. ქვეყნის მასშტაბით 85 ავტოგასამართი სადგურიდან აღებული ბენზინის 20 და დიზელის 65 სინჯიდან დარღვევა მხოლოდ დიზელის 13 ნიმუშში გამოვლინდა. დარღვევებზე ოქმები შედგენილია, ჯარიმების ჯამური ოდენობა მილიონ ლარზე მეტია. ბენზინი კი სრულად აკმაყოფილებდა მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ხარისხობრივ მაჩვენებლებს.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის, პრევენციისა და შემცირების მიზნით რეგულარულად ამოწმებს ავტოგასამართ სადგურებზე არსებული საწვავის ხარისხის ხარისხს. აღსანიშნავია, რომ დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის ფაქტების კლების ტენდენცია შეინიშნება. ასევე, არ ფიქსირდება ისეთი ტოქსიკური ნივთიერება, როგორიც არის ტყვია“, – განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჯღარკავამ.

  • No Comments
  • თებერვალი 25, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *