By
მაკა ბოჭორიშვილი ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ჟეენბეკ კულუბაევს შეხვდა.
მინისტრებმა შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ყირგიზეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.
ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას, სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის განვითარების პერსპექტივებს, „შუა დერეფნის“ მნიშვნელობას ორივე ქვეყნისთვის და სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის შესაძლებლობას.
შეხვედრის ფარგლებში, ასევე განიხილეს საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობისა და ურთიერთმხარდაჭერის საკითხები.