ორჰანგაზის ქართული ანსამბლი აჭარაში, მასტერკლასებზე
By

ორჰანგაზის ქართული ანსამბლი აჭარაში, მასტერკლასებზე

აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, თურქეთის რესპუბლიკის, ქალაქ ორჰანგაზში მოქმედი კავკასიურ-ქართული კულტურის ასოციაციის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრები აჭარაში იმყოფებიან და ქართული ცეკვის მასტერკლასებში მონაწილეობენ.
პროექტის მთავარი მიზანია თურქეთში მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის ეროვნული იდენტობის გაძლიერება, სამშობლოსთან კავშირის განმტკიცება და ქართული ქორეოგრაფიული ტრადიციების სიღრმისეულად გაცნობა. პროგრამა მათ საშუალებას აძლევს არა მხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკულადაც შეიძინონ და განავითარონ პროფესიული უნარები.
მასტერკლასების ჩატარების იდეა ჩამოყალიბდა აჭარის კულტურის მინისტრის ელისო ბოლქვაძის თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტისას გამართულ სამუშაო შეხვედრაზე. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ქართულ დიასპორასთან ურთიერთობების გაღრმავებასა და ერთობლივი კულტურული პროექტების განხორციელებაზე.
ორჰანგაზის ანსამბლის წევრებს მასტერკლასები უტარდებათ აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „არსიანში“,  ასევე, აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლაში, სადაც ისინი ადგილობრივ პროფესიონალებთან ერთად ეუფლებიან ქართული ცეკვის სპეციფიკას.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ბათუმის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებაც. პროგრამის დასასრულს გაიმართება ერთობლივი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის სახელოვნებო სკოლების ფოლკლორული ანსამბლები და ორჰანგაზის ქართული ანსამბლი. ეს იქნება  სიმბოლური შეხვედრა, სადაც კულტურა და იდენტობა ერთ სცენაზე გაერთიანდება.

  • No Comments
  • თებერვალი 26, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *