ღირსების ორდენები-ქორეოგრაფსა და ანსამბლის წევრებს
By

ღირსების ორდენები-ქორეოგრაფსა და ანსამბლის წევრებს

2007 წელს ქორეოგრაფ  ბადრი დარჩიძის ინიციატივით, შუახევის კულტურის ცენტრთან დაფუძნდა უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ფესვები“, რომლის წევრები ხალხური ცეკვების უბადლო შემსრულებლები იყვნენ. ანსამბლს მოპოვებული აქვს საქართველოს ფოლკლორის ცენტრის ეროვნული პრემია. 70 წელს მიტანებული ქორეოგრაფი ანსამბლის რეპერტუარს ახალი ნომრებით ამდიდრებს.

ქვეყნის ხელისუფლებამ ანსამბლის წევრებსა და ბადრი დარჩიძეს ამაგი დაუფასა. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის განკარგულებით, „ფესვების“ 20-ზე მეტი წევრი და ბადრი დარჩიძე ღირსების ორდენებით დაჯილდოვდნენ. პრეზიდენტის სასახლეში  გამართულ ცერემონიას, ქვეყნისა და რეგიონის კულტურის სფეროსა და  შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • თებერვალი 26, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *