By
უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დღეს გაიმართება
უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დღეს გაიმართება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისივე ცნობით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან, შეხვედრას 26 თებერვალს, ჟენევაში გამართავს.
ასევე, ზელენსკის თქმით, უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის სამმხრივი შეხვედრა, სავარაუდოდ, მარტის დასაწყისში შედგება.
„პირველი საკითხი კეთილდღეობის პაკეტი ანუ უკრაინის აღდგენის პაკეტი იქნება და ისინი დეტალებს განიხილავენ. მეორე საკითხი სამმხრივი შეხვედრისთვის მზადებას შეეხება და ვფიქრობ, იგი მარტის დასაწყისში გაიმართება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა