560 სტუდენტზე გათვლილი კოლეჯ „ბლექსის“ მშენებლობა – ბათუმში
ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან გივი მიქანაძესთან ერთად, კოლეჯ „ბლექსის“ ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობის მიმდინარეობას გაეცნო.
პროექტის ფარგლებში აშენდება 560 სტუდენტზე გათვლილი სამსართულიანი შენობა, სადაც განთავსდება სხვადასხვა სასწავლო და ადმინისტრაციული სივრცე, ასევე, 50 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი.

თანამედროვე ინფრასტრუქტურით განახლებული კოლეჯი პროფესიული განათლების მსურველებს მრავალფეროვან პროგრამებსა და სერვისებს შესთავაზებს. დაგეგმილია 30 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება როგორც მომსახურების, ინჟინერიის, წარმოებისა და მშენებლობის, აგრეთვე, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების მიმართულებით.
პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.