მარკო რუბიო – რუსეთსა და უკრაინას შორის ომი მოლაპარაკებების შედეგად დასრულდება
By

მარკო რუბიო – რუსეთსა და უკრაინას შორის ომი მოლაპარაკებების შედეგად დასრულდება

„პრეზიდენტი აფასებს იმ ფაქტს, რომ ის ერთადერთი მსოფლიო ლიდერია, რომელსაც შეუძლია, ეს ორი მხარე მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიყვანოს. ჩვენ პლანეტაზე ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელმაც რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებების მაგიდასთან მიყვანა შეძლო. ეს მნიშვნელოვანი პოზიციაა, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომლის დათმობაც არ გვსურს. თუ ჩვენ ამ პოზიციას დავთმობთ, მაშინ ამის გაკეთებას ვინ შეძლებს? გაერო, საფრანგეთი ან ევროკავშირი ამის გაკეთებას ვერ შეძლებენ“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთმინება უსაზღვრო არ არის.

„წინასწარმეტყველებას არ ვაპირებ, თუ როდის ამოიწურება მისი მოთმინება, თუმცა პრეზიდენტი იმედგაცრუებულია, რომ ეს ომი ჯერ კიდევ არ დასრულებულა, რადგან ის ამ ომს სულელურ და უაზრო ომად მიიჩნევს. მას ამ ომის დასრულება სურს“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

 

  • No Comments
  • თებერვალი 26, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *