ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს
By

ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ბათუმში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, პოლიციამ ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალების დაფასოებას ახდენენ და რეალიზაციის მიზნით ბათუმში სხვადასხვა ადგილზე ათავსებენ.

სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 260-ე კვარტა მუხლის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

  • No Comments
  • თებერვალი 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *