გარდაიცვალა პოეტი და საზოგადო მოღვაწე ცისანა ანთაძე
By

გარდაიცვალა პოეტი და საზოგადო მოღვაწე ცისანა ანთაძე

პოეტი ცისანა ანთაძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.
იგი არაერთი პოეტური კრებულის, პუბლიცისტური წერილისა და თარგმანის ავტორია. მის სახელთანაა დაკავშირებული 20-ზე მეტი წიგნის რედაქტორობა. ცისანა ანთაძის პოეზია და პუბლიცისტიკა გამოირჩევა ინდივიდუალიზმით, პატრიოტული მოტივებითა და მაღალმხატვრულობით.
ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის იგი დაჯილდოებული იყო არაერთი საპატიო სიგელითა და მედლით. მინიჭებული ჰქონდა „ქართული კულტურის ამაგდარის“ წოდება და „საპატიო ბათუმელის“ სტატუსი. სხვადასხვა წელს მიღებული ჰქონდა ფრიდონ ხალვაშის, დავით აღმაშენებლისა  და ანა კალანდაძის სახელობის პრემიები.
გაზეთი „აჭარა“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცისანა ანთაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.

  • No Comments
  • თებერვალი 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *