ქვის სკამებს ახლით ჩაანაცვლებენ
By

ქვის სკამებს ახლით ჩაანაცვლებენ

ბათუმის ცენტრალურ პარკში არსებული ინფრასტრუქტურის განახლება დაიწყო. ამ ეტაპზე უკვე განთავსდა 30 ერთეული ახალი ხის სკამი.
მერიის განცხადებით, პროექტის ფარგლებში პარკის სხვადასხვა ლოკაციაზე, ჯამში, 100 ერთეული სკამის განთავსებაა დაგეგმილი.
ახალი ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად ჩაანაცვლებს არსებული ქვის საბაღე სკამების მნიშვნელოვან ნაწილს და დასასვენებელ გარემოს მოქალაქეებისათვის უფრო მეტად კომფორტულს გახდის.

  • No Comments
  • მარტი 2, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *