თბილისისა და ბათუმის აეროპორტებიდან ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით 8 რეისი გაუქმდა
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით დაგეგმილი ფრენები დღესაც გაუქმდა.
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ჯამში გაუქმებულია 8 რეისი. კერძოდ, თბილისიდან 2 მარტს აღარ შესრულდება ერთი რეისი დუბაის მიმართულებით და ოთხი რეისი თელ-ავივის მიმართულებით. ბათუმის აეროპორტიდან კი სამი ფრენა თელ-ავივის მიმართულებით არ განხორციელდება.
აეროპორტების ადმინისტრაციის განმარტებით, ამ შემთხვევაში, წინასწარ იყო გათვალისწინებული არსებული ვითარება და გასულ დღეებთან შედარებით ნაკლები რეისი იყო დაგეგმილი.
ოფიციალურად ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა, სავარაუდოდ, ვერ შესრულდება თბილისიდან თეირანის მიმართულებით დაგეგმილი ფრენაც.
შეგახსენებთ, რომ 28 თებერვლიდან ახლო აღმოსავლეთში ინტენსიური სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც ისრაელმა და ამერიკის შეერთებული შტატებმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყეს, ირანმა საპასუხო შეტევები განახორციელა ისრაელზე და აშშ-ის სამხედრო ბაზებზე კატარში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში, ბაჰრეინიში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში.