იუბილე მიულოცეს
By

იუბილე მიულოცეს

აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირის გამგეობისა და  ა(ა)იპ „მწიგნობარის“ ინიციატივით, დაბადებიდან 85  წლის იუბილე გადაუხადეს აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო  კავშირის ერთ-ერთ დამფუძნებლს, გამგეობის წევრს, სოფლის მეურნეობის ამაგდარს იოსებ წულუკიძეს.

საიუბილეო საღამოს მონაწილეებს მიესალმა კავშირის თავმჯდომარე   ბიჭიკო ბოლქვაძე, იუბილარის ცხოვრებისა და საზოგადოებრივი საქმიანობის შესახებ ისაუბრა „მწიგნობარის“ დირექტორმა მანანა წულუკიძემ. იოსებთან ურთიერთობის ცალკეული ეპიზოდები გაიხსენეს კავშირის თავმჯდომარის მოადგილე აკაკი მახარაძემ, გამგეობის წევრებმა: მაილო ჯაშმა, ვახტანგ აბულაძემ, თემურ ნიჟარაძემ, გოჩა ირემაძემ, ტარიელ ვერულიძემ, იოსებ ბოლქვაძემ, მალხაზ გოგრაჭაძემ, ზაურ შავიშვილმა, თემურ, მერაბ მჟავანაძეებმა, რაჟდენ ფუტკარაძემ. იოსებ წულუკიძეზე ისაუბრეს შვილებმა რომან და რუსუდან წულუკიძეებმა, სხვა ახლობლებმა  და მეგობრებმა.

– დარბაზში მხოლოდ ადამიანები არ იდგნენ – იქ იდგა დრო, გამოცდილება, ღვაწლი და თაობათა ტრადიციების გაგრძელება, რომელიც სავსე იყო პატივისცემითა და სიყვარულით. თითოეულის გამოსვლაში იგრძნობოდა მადლიერება ჩემდამი, რომელმაც შეგნებული ცხოვრება ღირსებას, ფესვების დაცვასა და საგვარეულო ტრადიციების განმტკიცებას მივუძღვნი. მადლობა მათ, – გვითხრა იოსებ წულუკიძემ.

ბიჭიკო ბოლქვაძემ იუბილარს სამახსოვრო საჩუქარი გადსცა.

თამაზ მგზავრიძე

  • No Comments
  • მარტი 2, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *