აჭარაში ქართული ხალხური ქორეოგრაფიისა და სიმღერის მასტერკლასები მიმდინარეობს
By

აჭარაში ქართული ხალხური ქორეოგრაფიისა და სიმღერის მასტერკლასები მიმდინარეობს

აჭარის კულტურის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში ქართული ხალხური ქორეოგრაფიისა და სიმღერის მასტერკლასები დაიწყო. თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლაში ტარდება.
პროგრამა განკუთვნილია ქორეოგრაფებისა და ლოტბარებისთვის, ასევე, სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების წარმომადგენლებისთვის. ტრენინგების მთავარი მიზანია ქორეოგრაფებისა და ლოტბარების პროფესიული განვითარება, თანამედროვე და ტრადიციული მეთოდების ინტეგრირება სასწავლო პროცესში, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და სასწავლო პროცესის ეფექტურად დაგეგმვის საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა.

სწავლებებს უძღვებიან ადგილობრივი და მოწვეული ტრენერები. მასტერკლასებში მონაწილეობა უფასოა და მასში ჩართვა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირსა და შემოქმედებით ჯგუფს. პროგრამა 6 მარტის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო ტრენინგების დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

  • No Comments
  • მარტი 5, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *