აზერბაიჯანმა საჰაერო სივრცე დახურა
By

აზერბაიჯანმა საჰაერო სივრცე დახურა

ნახიჩევანზე ირანული დრონებით განხორციელებული თავდასხმის ფონზე, აზერბაიჯანმა ქვეყნის სამხრეთით საჰაერო სივრცე დროებით დახურა. შეზღუდვა 12 საათით იმოქმედებს.

დრონების სამიზნეში აეროპორტი და სკოლა მოექცა. შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა. კიდევ ერთი დრონი სოფელ შეკარაბადში შეფრინდა. ოფიციალური ბაქო ინციდენტზე სრულ პასუხისმგებლობას ირანის ისლამურ რესპუბლიკას აკისრებს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ტექნიკური საშუალებების გამოყენების შედეგად დაადგინეს, რომ ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონის მიმართულებით, ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა გაუშვა.

ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ბრალდებას უარყოფს და ამტკიცებს, რომ თავდასხმა სიონისტურმა რეჟიმმა მოაწყო.

 

  • No Comments
  • მარტი 6, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *