ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
By

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 5 პირი დააკავეს. მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
დაკავებულებს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა ედებათ ბრალად.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის, „მეთადონი“, „ბუპრენორფინის“ შემცველი 112 აბი და „მარიხუანა“.
პოლიციამ ასევე, ამოიღო ბრალდებულების სახელზე გამოგზავნილი ამანათი, რომელიც საგამოძიებო ინტერესებიდან გამომდინარე ჩანაცვლებული იყო და დიდი ოდენობით ნარკოტიკს შეიცავდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 19-260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • No Comments
  • მარტი 6, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *