სპორტული სეზონი ჭაბუკთა პირველობით დაიწყო
By

 სპორტული სეზონი ჭაბუკთა პირველობით დაიწყო

აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაცია წელსაც საინტერესო სპორტულ კალენდარს გვთავაზობს. 2026 წლის სპორტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. სეზონის პირველ ღონისძიებას – აჭარის პირველობას ქართულ ჭიდაობაში 2010-2011 წლებში დაბადებულ ჭაბუკთა შორის, ქედის კომპლექსურმა სასპორტო სკოლამ უმასპინძლა. იგი შესავალი სიტყვით გახსნა აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯემალ წულუკიძემ, რომელმაც ისაუბრა 2026 წლის გეგმებზე, გამოწვევებსა და ფედერაციის სიახლეებზე. მანვე, ფედერაციის სახელით, მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა ქედის კომპლექსური სასპორტო სკოლის დირექტორ მანუჩარ ჯიჯავაძეს, საქართველოს დამსახურებულ მუსიკოს-აკომპანიატორებს მერაბ ქედელიძესა და ზაურ ბოლქვაძეს, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ღონისძიებების წარმატებით ჩატარებაში.

ტურნირის მონაწილეებს მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი აბულაძემ, აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირმა ნიჟარაძემ, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და ტურიზმის სამსახურის უფროსმა ეკატერინე ქაჯაიამ, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ქაზიმ ჩხეიძემ, ქედის სასპორტო სკოლის დირექტორის მოადგილე გივი ბარამიძემ, ასპარეზობის მთავარმა მსაჯმა, ფედერაციის პირველმა ვიცი-პრეზიდენტმა გელა ზოიძემ. გამარჯვებულები დაძაბულ და საინტერესო ორთაბრძოლებში გამოვლინდნენ. 50; 55; 60; 65 და 65 კილოგრამს ზევით წონით კატეგორიებში გაიმარჯვეს:

ხვიჩა კახაძემ (ქობულეთი), გოჩა კახაძემ (ქობულეთი), შაკო რესულიძემ (შუახევი), ლუკა სურმანიძემ (ქობულეთი), ზაზა ბერიძემ (ქობულეთი), რამაზ ართმელაძემ (შუახევი), დაჩი ბარამიძემ (ქობულეთი), ლუკა ცეცხლაძემ (შუახევი), თემურ თურმანიძემ (ქედა). რაულ ხიმშიაშვილმა (შუახევი), ნოდარ ბოლქვაძემ (შუახევი), ბაჩი შანიძემ (ქედა), ლერი შაინიძემ (ქობულეთი), ნიკა ბერიძემ (შუახევი), საბა შავაძემ (ქობულეთი).

საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციამ შესაბამისი სინჯის მედლებით, სიგელებითა და თასებით დაჯილდოვა, ხოლო პირველ ადგილზე გასულმა მოჭიდავეებმა ფულადი პრიზებიც მიიღეს.

პირველობის შედეგებით ჩამოყალიბდა აჭარის ჭაბუკთა ნაკრები, რომელიც 16-18 მარტს მარნეულში, 2010-2011 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის, საქართველოს გუნდურ ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

ოთარ ცინარიძე

  • No Comments
  • მარტი 9, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *