ქალ მეწარმეებს შეხვდნენ
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე, ქალთა დღესთან დაკავშირებით, დაბა მახინჯაურში ქალ მეწარმეებს შეხვდა.
შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე თამარ ნარიმანიძე და მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა ესწრებოდნენ.
სტუმრებმა ქალი მეწარმის ზაირა ჯიბლაძის ღვინის მარანი დაათვალიერეს, რომლის მოსაწყობად საჭირო ინვენტარი და მოწყობილობა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამის – „სოფლად მეწარმეობის განვითარების“ ფარგლებში დაფინანსდა. ბენეფიციარმა გააფართოვა საკუთარი ბიზნესი და დღეს ადგილობრივი ღვინის პოპულარიზაციას ახორციელებს როგორც უცხოელი ვიზიტიორების, ისე ადგილობრივი მომხმარებლებისთვის.
ფერმერის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ვაზის გაშენება და ღვინის წარმოება, ასევე, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ტურისტული მომსახურება.
გალერეა

