აჭარაში აგროქიმიურ საშუალებათა არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა
By

აჭარაში აგროქიმიურ საშუალებათა არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს. ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე მდებარე შპს „ორსა“ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საბითუმო/საცალო რეალიზაციას ეწეოდა სავალდებულო აღიარების გარეშე; დარღვეული იყო შეფუთვის მთლიანობა, რაც კანონმდებლობით აკრძალულია. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

,,ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა. სურსათის ეროვნული სააგენტო შეახსენებს ბიზნესოპერატორებს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე საქმიანობა აკრძალულია“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

  • No Comments
  • მარტი 9, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *