უკრაინის მხარდაჭერის საკითხი კვლავ განხილვის ცენტრშია -ევროკავშირში განსხვავებული პოზიციები რჩება
By

უკრაინის მხარდაჭერის საკითხი კვლავ განხილვის ცენტრშია -ევროკავშირში განსხვავებული პოზიციები რჩება

უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის საკითხი ევროკავშირში აქტიურად განიხილება. როგორც გამოცემა POLITICO წერს, უკრაინა ევროკავშირისგან დაფინანსებას იმ შემთხვევაშიც მიიღებს, თუ ვიქტორ ორბანი და რობერტ ფიცო 90 მილიარდი ევროს მოცულობის სესხის დაბლოკვას გააგრძელებენ.
ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე შეეცდებიან უნგრეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრები დაარწმუნონ, რომ უკრაინისთვის ფინანსური დახმარების შესახებ ადრე მიღებული გადაწყვეტილება შესრულდეს. თუმცა, დიპლომატიური წყაროების ინფორმაციით, თუ შეთანხმება ვერ შედგა, ბალტიისა და სკანდინავიის ქვეყნებს აქვთ ალტერნატიული გეგმა, რომლის მიხედვითაც, უკრაინას დაახლოებით 30 მილიარდ ევროს ორმხრივი სესხის სახით მიაწვდიან.
ამავდროულად, ნიდერლანდები გეგმავს უკრაინისთვის დამატებით დახმარებას. ქვეყნის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, კიევი 2029 წლამდე ყოველწლიურად დაახლოებით 3.5 მილიარდ ევროს მიიღებს ორმხრივი მხარდაჭერის ფარგლებში.
ევროკომისარი ეკონომიკის საკითხებში ვალდის დომბროვსკისი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი საბოლოოდ მაინც მოახერხებს უკრაინისთვის სესხის გაცემას, მიუხედავად პოლიტიკური უთანხმოებებისა.
ამ ფონზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ ომის პერიოდში მნიშვნელოვნად გააძლიერა საკუთარი სამხედრო და საწარმოო შესაძლებლობები და ახლა უკვე აქვს „კარტები“, რომლებიც მანამდე არ გამოუჩენია. მისი თქმით, ქვეყნის უსაფრთხოება დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად და ეფექტიანად შეძლებენ მოკავშირეები მხარდაჭერის გაწევას.
განსხვავებული პოზიცია კვლავ რჩება ევროკავშირის შიგნით.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა არ გაგზავნის ჯარისკაცებსა და იარაღს უკრაინაში და არ დააფინანსებს ომს, რადგან, მისი თქმით, უნგრეთისთვის მთავარი მიზანი კონფლიქტში არჩართვაა.

  • No Comments
  • მარტი 11, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *